stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა

ბოლო ჩანაწერები

ილია მეორის აღსაყდრებიდან 48 წელი შესრულდა

ილია მეორის აღსაყდრებიდან 48 წელი შესრულდა

24 დეკემბერი

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

113

ამბები სამეგრელოდან

1270

ამბები სვანეთიდან

75

არჩევნები

354

ახალი ამბები

4000

ბლიც ინტერვიუ

6

გალერეა

1

დღის ამბები

2103

დღის ფოტო

73

ეკონომიკა

103

ექსკლუზივი

197

ვიდეო

41

ვიდეო ამბები

58

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

17

კატეგორიის გარეშე

84

კომენტარი

35

კონფლიქტი

109

კრიმინალი

114

კულინარია

7

კულტურა

304

მთავარი ამბები

2029

მთელი კვირა

1

მსოფლიო

122

პოლიტიკა

883

ჟურნალისტი მოქალაქე

1

რეგიონი

4744

რეკლამა

696

საზოგადოება

140

სამართალი

153

სპორტი

210

სტატიის გამოქვეყნების წესები

1

სტიქია

73

სხვა ამბები

84

სხვა ისტორია

8

ფოტო

5

ფოტორეპორტაჟი

25

ყვითელი

43

ყვითელი ამბები

7

შემთხვევა

149

წარმატების ისტორია

8

ხალხის ხმა

2

ჯანდაცვა

8

დღის ამბები

ფოთის მერი: „მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი კობახიძეს, დამატებით გამოყოფილი ფინანსური რესურსებისთვის, რომელმაც შესაძლებლობა მოგვცა განგვეხორციელებინა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები“

ხობის კულტურის სასახლეში სპექტაკლის პრემიერა გაიმართა

რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში არითმოლოგიის მაღატექნოლოგიური სევისი ამოქმედდა

სამინისტრო: ექსპორტირებულია 23.8 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 5.7 ათასი ტონა დაფნის ფოთოლი

სამინისტრო: 20 ათას ტონაზე მეტი ციტრუსი ექსპორტირებულია

STV Logo

საინფორმაციო სააგენტო STV მკითხველს სთავაზობს ამომწურავ და მიუკერძოებელ ინფორმაციას სამეგრელოსა და აფხაზეთის რეგიონებში განვითარებული ფაქტებისა და მოვლენების შესახებ. ვაშუქებთ ყველა ამბავს რომელიც დაკავშირებულია ამ ორ რეგიონთან. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება მკითხთხველისთვის.

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

შეტყობინების გაგზავნა

© 2025 STV.GE. All rights reserved.

რეგიონი

ეკა ლატარია: ამ უმსგავსობაზე სამართლებრივი რეაგირება მექნება

21.06.2020 / 21 ივნისი 2020
ეკა ლატარია: ამ უმსგავსობაზე სამართლებრივი რეაგირება მექნება
  • “სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. ისიც მესმის, რომ ჟურნალისტის ნებისმიერი პროფესიული უფლება–მოვალეობა გამომდინარეობს საზოგადოების უფლებიდან – იყოს ინფორმირებული მოვლენებისა და თვალსაზრისების შესახებ, თუმცა როცა საზოგადოება მიზანმიმართულად შეგყავს შეცდომაში ცრუ ინფორმაციის ტირაჟირებით, ეს უკვე დანაშაულია,”-ასე გამოეხმაურა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ვაჟა სირაძის დედა, ეკა ლატარია სოციალურ ქსელში “მთავარი არხზე” გასულ სიუჟეტს, სადაც საუბარი იყო თითქოს ნავთობის ბიზნესშია ჩართული.

“რა თქმა უნდა აბსურდია იმაზე საუბარი, რომ ჩემი ოჯახი რაიმე სახის ნავთობის ბიზნესშია ჩართული. რაც შეეხება რეპორტაჟში გასულ ინფორმაციას, ეს არის 2012 წლის ნოემბერში და არა 2020 წელს, როგორც რეპორტაჟში გავიდა, შექმნილი ფირმა „გლობალ ოილი“, მაშინ როდესაც ჩემი შვილი ვაჟა სირაძე რიგითი პოლიციელი იყო და მან არც იცის ამ ფირმის დეტალების შესახებ, სადაც მე პარტნიორი ვარ და ამ ფირმის ერთადერთ საქმიანობას ტვირთის დაცლა-დატვირთვა წარმოადგენს და შექმნიდან დღემდე სხვა არანაირი საქმიანობა არ უწარმოებია, მით უფრო არანაირი შემხებლობა ნავთობთან, მის შემოტანასთან ან გადამუშავებასთან არ გააჩნია და ესეც საჯარო ინფორმაციაა.

თითოეული ჩვენგანის შემოსავლები, მათ შორის ამ ფირმის საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი და ქონება დეკლარირებულია და მისი მოკრძალებული ოდენობის გათვალისწინებით, არა მგონია ნავთობის ბიზნესში ჩართული ოჯახის ქონებას და შემოსავლებს შეესაბამებოდეს, თუმცა „მათ“ ხომ ეს არ აინტერესებდათ, სულ სხვა კითხვები დაგვისვეს და პასუხები მათთვის ჩვეული ოსტატობით სასურველ კონტექსტში ჩასვეს. ქვეყნის და ხალხის სამსახურში ვართ ამდენი წელია და სწორედ ეს რეპუტაცია და არა ბიზნესი ან რაიმე მეტერიალური, არის ჩვენთვის ყველაზე დიდი კაპიტალი და ამას ათწლეულებია ვაშენებთ, ამიტომ როდესაც სხვა ვერაფერი ვერ იპოვეს, სწორედ იქ „დაარტყეს“, რაც ყველაზე ძვირფასია ჩვენთვის, ყოველგვარ ზღვარს გასცდნენ, ამათთვის ზღვარი ხომ არ არსებობს და კონტრაბანდისტობა და კრიმინარულ სამყაროსთან კავშირი დაგვაბრალეს, მაშინ როდესაც მთელმა ოჯახმა ჩვენი შეგნებული ცხოვრება დანაშაულთან ბრძოლას და მართლმსაჯულებას მივუძღვენით და ამ დამსახურებისთვის ვაჟა სირაძე 2015 და 2019 წლებში ორჯერაა დაჯილდოვებული მედლებით „მამაცობისათვის“.

ამ ადამიანებისთვის ცნება „არ შეიძლება“ არ არსებობს, მათი მთავარი მიზანი საკუთარი ინტერესებია, შეუძლიათ 10 წუთიან რეპორტაჟში ათწლეულობით ნაშენები ოჯახური რეპუტაცია დაგინგრიონ და ფიქრობ – როგორი რეაქცია უნდა გქონდეს ამ უმსგავსობაზე?! – პასუხი გასცე და თქვა, რომ მე არ ვარ ისეთი, რასაც ესენი კადრულობენ. ასეთ შემთხვევაში მათი მიზანი მიღწეულია, ვინაიდან საკუთარ თავზე რაღაცას გამტკიცებინებენ, მეორე – საერთოდ არანაირი რეაქცია არ გქონდეს და ასეთ შემთხვევაშიც მათი მიზანი მიღწეულია, ვინაიდან გამოდის, რომ პასუხი არ გაეცი, დუმილით დაადასტურე რაც შენზე გავრცელდა და მესამე – ესენი შენზე კი არა პატრიარქზე ამბობენ ისეთ რამეს, რაც ჩვენს მრავალსაუკუნოვან მართლმადიდებლურ ისტორიაში, არავის უკადრებია, გაუბედავს და ამისთვის პასუხი არავის მოუთხოვია, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ამ ადამიანებისთვის ცნება „არ შეიძლება“ არ არსებობს.

მათი თქმით, ისინი ყოველთვის ყველაზე „მართლები”, ყველაფერში „მთავრები“ და „ჭეშმარიტები“ არიან, რამდენჯერაც არ უნდა გამოააშკარავო ყველაზე უკადრებელ სიცრუეში, რაც არაერთხელ მომხდარა, მაინც მართლები არიან და იგივეს აკეთებენ, ამათ „სიმართლეს“ მართლმსაჯულების ყველაზე დიდი ინსტანცია – ევროსასამართლოც ვერ აბათილებს. ეს გახლავთ სიცრუის და ცილისწამების დიდოსტატი და ადამიანთა სიცოცხლის გამწარების ვირტუოზი – „მთავარი არხი“. რა თქმა უნდა ამ უმსგავსობაზე მექნება სამართლებრივი რეაგირება,”-წერს ლატარია.

წინა პოსტი

“თავისუფალი საქართველოს” ლიდერმა კახა კუკავამ, ზუგდიდში წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო

შემდეგი პოსტი

დღეიდან 24 ივნისის ჩათვლით აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი ენგურის ხიდს გახსნის

STV Logo
რედაქტორიSTV.GE

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

მსგავსი სიახლეები

კახა კალაძე: თუ ვინმე ფიქრობს, რომ რევოლუციური გზით და მთავრობის დამხობით რაიმეს მიაღწევს ამ ქვეყანაში, ძალიან ცდება. ასეთ ქმედებებს ყოველთვის მოჰყვება მკაცრი რეაგირება

კახა კალაძე: თუ ვინმე ფიქრობს, რომ რევოლუციური გზით და მთავრობის დამხობით რაიმეს მიაღწევს ამ ქვეყანაში, ძალიან ცდება. ასეთ ქმედებებს ყოველთვის მოჰყვება მკაცრი რეაგირება

შსს: ვაფრთხილებთ აქციის იმ მონაწილეებს, რომელთა ქმედებები სცდება პროტესტის გამოხატვის კანონით დასაშვებ ფორმებს, შეწყვიტონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებები, წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიციის მხრიდან სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება

შსს: ვაფრთხილებთ აქციის იმ მონაწილეებს, რომელთა ქმედებები სცდება პროტესტის გამოხატვის კანონით დასაშვებ ფორმებს, შეწყვიტონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებები, წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიციის მხრიდან სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება

დავით კოდუა მოქალაქეებს: მადლობა, რომ სწორად საზღვრავთ ამ ქვეყნის მომავალს და ირჩევთ ძალას, რომელმაც ამ ქვეყანას 12 წლიანი მშვიდობიანი განვითარება მოუტანა

დავით კოდუა მოქალაქეებს: მადლობა, რომ სწორად საზღვრავთ ამ ქვეყნის მომავალს და ირჩევთ ძალას, რომელმაც ამ ქვეყანას 12 წლიანი მშვიდობიანი განვითარება მოუტანა