დღეიდან 24 ივნისის ჩათვლით აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი ენგურის ხიდს გახსნის

- დღეიდან 24 ივნისის ჩათვლით აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი დროებით რთავს ნებას ენგურის ხიდის გავლით ოკუპირებულ აფხაზეთში გადავიდნენ ის პირები, ვინც აფხაზეთში ცხოვრობენ და გადმოსული იყვნენ ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. ამის შესახებ ინფორმაციას ა ოკუპირებული აფხაზეთის ე წ. უშიშროების სამსახური ავრცელებს.
ე. წ. ენგურის საკონტროლო გამშვები პუნქტი იმუშავებს დილის 09 საათიდან 19 საათამდე. ყველა ის ადამიანი, ვინც გადავა აფხაზეთში ვალდებული იქნება გაიაროს სამედიცინო – სანიტარული შემოწმება.



