საოკუპაციო რეჟიმი ენგურის ხიდზე გადამსვლელებს კორონავირუსზე ამოწმებს

აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი ენგურის ხიდზე გადამსვლელებს კორონავირუსზე ამოწმებს. ამის შესახებ STV-ს გალის რაიონში მცხოვრები ერთ-ერთი დევილი მოუყვა, რომელმაც დღეს ე.წ საზღვარი ზუგდიდის მიმართულებით გადმოლახა. ამის შესახებ წერს აფხაზური მედიასაშუალებებიც. მათი მტკიცებით, ვირუსზე შემოწმება მობილური ლაბორატორიის საშუალებით ხდება.
“დღეს გადმოვედი ზუგდიდში პირად საქმეებზე და საბაჟოსთან რიგები იდგა. ამოწმებენ მხოლოდ ზუგდიდიდან მომავალებს. იქვე საბაჟოზე აძლევენ თერმომეტრს და პირველ რიგში სხეულის ტემპერატურას უზომავენ. ქალი ბავთან ერთად გადადიოდა და 37 გრადუსი აღმოაჩნდა სიცხე. ეგრევე უკან დააბრუნეს, ვერ გაგიშვებთო. დგას ორი მანქანა და ექიმების ოთხი ბრიგადა”-აცხადებს გალის რაიონში მცხოვრები ერთ-ერთი რესპოდენტი.
ცნობისთვის, საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან ოკუპირებულ აფხაზეთში გადამსვლელებისათვის შემოწმება სავალდებულო დღეიდან გახდა.



