პროტესტი საოკუპაციო ხაზთან და ბავშვები აქციაზე

- წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანში, საოკუპაციო ხაზთან ახლოს სამოქალაო მოძრაობა “ხმამ” გასული წლის 20 ივნისის ღამეს რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენები გააპროტესტა. საპროტესტო აქციაზე ორგანიზატორებმა არასრულწლოვანი ბავშვები გამოიყენეს რაც არცერთ სტანდარტს არ შეესაბამაბა.
აქციის მონაწილეების განცხადებით, აქცია მიზნად ისახავს 20 ივნისის ღამეს ხელისუფლების მიერ განხორციელებული ძალადობის ფაქტების გახსენებას.
მათივე თქმით, სიმბოლურად აირჩიეს საოკუპაციო ხაზი რუსული ოკუპაციის გასაპროტესტებლად და ოკუპანტი რუსეთსა და რუსეთუმე ხელისუფლებას ქართველი ხალხი ძალიან მალე ეტყვის არას.




