ანაკლიაში, ადგილობრივებმა გზის რეაბილიტაციის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართეს

ანაკლიაში, დგებუაძის ქუჩაზე მცხოვრებლებმა გზის რეაბილიტაციის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართეს. ადგილობრივების თქმით, საკურორტო სეზონს ანაკლია გადათხრილი ქუჩებით ხვდება, მიუხედავად იმისა რომ ადგილობრივებმა საკითხის მოგვარების მოთხოვნით ხელისუფლებას არაერთხელ მიმართეს, პრობლემა ამდრომდე მოუგვარებელია.
როგორც ზუგდიდის მერიაში აცხადებენ, ამჟამად სამუსაოების პირველი ეტაპი მიმდინარეობს, რის შემდგომაც მეორე ეტაპის სამუშაოები განხორციელდება.
მერიის ინფორმაციით, პირველი ეტაპის სამუშაოებისთვის გამოყოფილია 300 000 ლარამდე და სამუშაოებს შპს ” ბილდინგ გრუპ 17 ” ახორციელებს. რაც შეეხება მეორე ეტაპს, სამუშაოების დაწყება წლის ბოლოსკენ იგეგმება.




