სოფელ ჯიხაშკარში გზის მოთხოვნით საპროტესტო აქცია ადგილობრივებმა გამართეს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხაშკარში გზის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა. ადგილობრივებმა ცენტრალური გზის გადაკეტვა სცადეს, თუმცა სამართალდამცავებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს.
ჯიხაშკარელები საზარანდიოს უბანში 6 კილომეტრიანი მონაკვეთის აღდგენასა და მოსაცდელის გაკეთებას ითხოვენ.
ადგილობრივების განცხადებით, აქციის მსვლელობისას მათთან ხელისუფლების წარმომადგენლები მივიდნენ და პრობლემის მოგვარებას დაპირდნენ, თუმცა ისინი დარწმუნებულნი არიან, რომ დაპირება მხოლოდ დაპირებად დარჩება.




