სოფელ გოლასკურში ადგილობრივებმა საპროტესტო აქცია გამართეს

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ გოლასკურში საპროტესტო აქცია გაიმართა. ადგილობრივები ხელისუფლებისგან შიდა სასოფლო გზების მოწესრიგებას, ლამპიონების დადგმასა და გაზიფიკაციას ითხოვენ.
გოლასკურელების განცხადებით, აღნიშნული საკითხების მოგვარებასთან დაკავშირებით სენაკის მერიას არაერთხელ მიმართეს, თუმცა პრობლემა ამდრომდე ისევ მოუგვაებელია.
“ეს არის გამაფრთხილებელი აქცია.თუ უახლოეს პერიოდში პრობლემები არ მოგვარდება შიმშილობას დავიწყებთ,”-აცხადებენ ადგილობრივები.




