სოფელ ეწერში საავტომობილო გზის 6.2 კილომეტიანი მონაკვეთის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს

სოფელ ეწერში საავტომობილო გზის 6.2 კილომეტიანი მონაკვეთის სრული რეაბილიტაცია გრძელდება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს გზის მოშანდაგება, სანიაღვრე არხებისა და ხიდბოგირების მოწყობა. სახარჯთაღრიცხვო ღირებულება შეადგენს 3 086 812 ლარს.
სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული დავით სიჭინავა ასრულებს. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება.
აღნიშნული სამუშაოები დაათვალიერეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ ლაშა ჭანიამ და მერიის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა გელა სალიამ.




