სოფელ ეწერში საავტომობილო გზის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს

სოფელ ეწერში საავტომობილო გზის 6.2 კილომეტიანი მონაკვეთის სრული რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. სახარჯთაღრიცხვო ღირებულება შეადგენს 3086812ლარს.
სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული დავით სიჭინავა ასრულებს. გზების გაუმჯობესება უმნიშვნელოვანესი პროცესია, რადგან ამ ტერიტორიაზე მცხოვრებთ წლებია უგზოობა აწუხებთ.
მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა ბესიკ ფარცვანიამ და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ თემურ ღვინჯილიამ.
სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება.




