“პირველები” Tv პირველის განახლებულ ეთერში – ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახური ფორმატს იცვლის

დღეიდან TV პირველი-ს საინფორმაციო სამსახური განახლებულ ფორმატზე გადადის და ახალი სტუდიიდან, ახალი სახელწოდებით მიაწვდის ერთგულ მაყურებელს ინფორმაციას. ამის შესახებ ტელეკომპანიის დირექტორმა ინგა გრიგოლიამ ამავე ტელევიზიის პირდაპირ ეთერში განაცხადა.
TV პირველის საინფორმაციო გამოშვებები ტრადიციულად 2 საათის შუალედით გავა ეთერში და მას “პირველები” ერქმევა. ღამის საინდფორმაციო შემაჯამებელ გადაცემას ცნობილი სახეები ვასილ დაბრუნდაშვილი და ეკო მაღრაძე გაუძღვებიან.




