ზუგდიდში ორი კოვიდინფიცირებული პაციენტი გამოჯანმრთელდა

ზუგდიდში ორი კოვიდინფიცირებული პაციენტი გამოჯანმრთელდა. აღნიშნული პაციენტები ე.წ თეთრიწყაროს კლასტერს წარმოადგენდნენ. მკურნალობას პაციენტები, რუხის კლინიკაში გადიოდნენ.
სავარაუდოდ რუხის კლინიკიდან გამოჯანმრთელებულ პაციენტებს ხვალვე გაწერენ. ამის შესახებ განცხადებას თავად კლინიკის ადმინისტრაცია ხვალვე გააკეტებს.
ცნობისთვის, რუხის მულტიფუნქციურ საავადმყოფოში ამ დრომდე 19 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას, მათ შორის 11 კოვიდინფიცირებულია. საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის ნიკოლოზ ქარცივაძის თქმით, ყველა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
11 კოვიდინფიცირებულიდან რვა ზუგდიდელი მამაკაცის ე.წ. კლასტერიდანაა, მათ შორის ექვსი არასრულწლოვანია.
დღეს ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში სულ 21 ბიოლოგიური ნიმუში გაიტესტა, ყველა უარყოფითია.




