ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში ორი პაციენტი რჩება

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში ახალი მონაცემებით მხოლოდ ორი პაციენტი რჩება. ერთი მათ შორის 67 წლის მამაკაცია, რომელსაც 25 მარტს კორონავირუსი დაუდასტურდა.
“ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოდან დღეს გაეწერა ახალკახათიდან შემოყვანილი მამაკაცი და სავარაუდოდ დილამდე დარჩება ჩხოროწყუელი მამაკაცი. რაც შეეხება სენაკელ პაციენტს, მას სულ სხვა პრობლემები აღმოაჩნდა და გადაყვანილ იქნა ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში.
აქვე მინდა გითხრათ, რომ დღეს დაახლოებით ორი საათის წინ შემოყვანილ იქნა დედა-შვილი რუხიდან და ისინი ამ წუთებში გადიან კლინიკიდან თვითიზოლაციაში.
კლინიკაში რჩება პაციენტი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა 25 მარტს და ჩხოროწყუელი პაციენტი, რომელიც დილით გაეწერება”-აცხადებენ ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს პრესსამსახურში



