ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული ორი პაციენტი რჩება

კორონავირუსით ინფიცირებული ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა მას აღენიშნება ცხელება და ხველა. არის სუნთქვის უკმარისობის პრობლემაც. ექიმ-ინფექციონისტის, ლალი დარახველიძის განმარტებით, პაციენტს უტარდება შესაბამისი კვლევები, რომელიც დღის ბოლომდე დასრულდება.
რაც შეეხება მეორე პაციენტს, მისი მდგომარეობაც სტაბილურია და მიმდინარეობს მკურნალობის პროცესი.
ინფექციურ საავადმყოფოში ახალი შემთხვევები და პაციენტთა მომართვიანობა გუშინდელი დღის მერე არ დაფიქსირებულა. საავადმყოფოში ამ დროის მონაცემებით მხოლოდ ორი პაციენტი რჩება. ორივეს კორონავირუსი დაუდასტურდა.



