ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოს ორი პაციენტი სავარაუდოდ დღეს დატოვებს

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული ოთხი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. როგორც საავადმყოფოს პრესსამსახურში აცხადებენ, ორი პაციენტი სავარაუდოდ დღეს გაეწერება.
რაც შეეხება პაციენტებს, გეტყვით, რომ სავარაუდოდ დღეს საღამოსკენ ინფექციურიდან გაეწერება ახალგაზრდა ქალი სენაკიდან, რომელიც თავისი სურვილით იმყოფებოდა ჩვენთან და ჰქონდა ცხელება. ამჟამად მისი მდგომარეობა სტაბილურია. საავადმყოფოს დატოვებს დღესვე ჩხოროწყუელი მამაკაციც. მისი მდგომარეობაც ანალოგიურია”-აცხადებენ ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში.
კორონავირუსით დაინფიცირებული 67 წლის მამაკაცი მკურნალობას ისევ ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში განაგრძობს. მისი მდგომარეობაც ამ დროისთვის სტაბილურია. რაც შეეხება სოფელ ახალკახათიდან შემოყვანილ პაციენტს, მასზე ჯერ კიდევ მიმდინარეობს ექიმების დაკვირვება.



