ზუგდიდიში, კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებზე დეზინფორმაცია ვრცელდება

გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს ზუგდიდში ორი კორონავირუსით ინფიცირებულია დაფიქსირებული, სინამდვილეს არ შეესაბამება. აღნიშნული ინფორმაცია ელისო კილაძემ გაავრცელა, რაც შემდგომში სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებმა გაავრცელეს.
“ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობას მხოლოდ ერთი ინფიცირებული გადის. ეს არის 67 წლის მამაკაცი სოფელ ზედაეწერიდან, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა. სხვა პაციენტი, რომელზეც ანალიზები გაგზავნილია და დადასტურებას ველოდებით, ჩვენ არ გვყავს. ეს დანამდვილებით შეგვიძლია დაგისასტუროთ”-აცხადებენ ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში.
იმავეს აცხადებენ ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალშიც.
“ამჟამად არ გვიწევს არავინ შესაძლო ან სავარაუდო შემთხვევა”-ამბობს საავადმყოფოს მენეჯერი ნიკოლოზ ჭეჟია.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელis, ნანა ოდიშარიაs განცხადებით, ზუგდიდში კორონავირუსის დიაგნოზით მხოლოდ ერთი პაციენტი მკურნალობს და ის ადვოკატი არაა. ოდიშარია მოუწოდებს ყველას, სიფრთხილით მოეკიდონ ამ საკითხს და ნუ გაავრცელებენ გადაუმოწმებელ ინფორმაციას ასეთ რთულ ვითარებაში, რადგან ეს მოსახლეობაში პანიკის გაღვივებას უწყობს ხელს.
“ზუგდიდში არ დაფიქსირებულა ადვოკატის კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევა და არც სხვა ადვოკატი გვყავს ამ სიმპტომებით. “- ამბობს ოდიშარია.




