ზუგდიდის სასამართლომ ბათლომე შელიას აღკვეთის ღონისძიების სახით 2000 ლარიანი გირაო შეუფარდა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ, ფრაქცია “ევროპული საქართველოს” თავმჯდომარეს ბათლომე შელიას აღკვეთის ღონისძიების სახით 2000 ლარიანი გირაო შეუფარდა, 1500 ლარიანი გირაოს გადახდა მოუწევს მეორე ბრალდებულს – დათო ღურწკაიას. პროკურატურა ორივე ბრალდებულისთვის 3000 ლარის ოდენობით გირაოს ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა.
შეგახსენებთ, რომ ბათლომე შელია სამოქალაქო აქტივისტ როსტომ ზარანდიას მიმართ ფიზიკურ ძალადობაშია ბრალდებული. საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს და მომხდარს პოლიტიკური მოტივით ხსნით.




