ზუგდიდის ლაბორატორიაში ტესტირებული 91 ბიოლოგიური ნიმუშიდან ყველა უარყოფითია

ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში დღეს COVID 19-ზე 91 პაციენტის ბიოლოგიური მასალა გამოიკვლიეს. ყველას პასუხი უარყოფითია. გამოკვლეულ პირთა შორის იყო, 42 წლის კოვიდინფიცირებული ზუგდიდელი მამაკაცის კლასტერიდან რვა ადამიანი, ასევე მედიკოსები და საკარანტინო სივრცეში მყოფი პირები.
ცნობისთვის, ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში ამ დრომდე სულ 1565 პირია გამოკვლეული PCR ტექნოლოგიით. აქედან მხოლოდ 10 ადამიანს დაუდასტურდა ახალი ვირუსული ინფექცია.




