“ევროპული საქართველოს” ახალგაზრდული ორგანიზაციის ერთ-ერთმა ლიდერმა პარტია დატოვა

“ევროპული საქართველოს” ახალგაზრდული ორგანიზაციის ერთ-ერთმა ლიდერმა საბა შონიამ პარტია დაროვა. საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ მან სოციალურ ქსელში რამდენიმე წუთის წინ დაწერა.
საბა შონია პარტიიდან წასვლის მიზეზებს არ ასახელებს
“ჩემო მეგობრებო , მადლობა ყველას ვინც გვერდში მედგა და ერთად ვიბრძოდით ამდენი ხნის განმავლობაში ,მადლობა ასევე მას ვინც გამიგო და იმას ვინც ვერ გამიგო , ეს ჩემი პირადი გადაწყვეტილებაა და ვინც პატივს მცემს ალბათ გამიგებს , არ მაინტერესებს არც მიზეზები და არც მასთან დაკავშირებული კითხვები ,მადლობა უმრავლესობას ,რომ ამ ყველაფრით უდიდესი გამოცდილება შევიძინე ,რომელიც სამომავლოდ გამომადგება .
და ბოლოს , ვინც ჩემზე საუბრობს ,რომ რამოდენიმეჯერ დავტოვე პარტია ,ეს მხოლოდ მეორეჯერ მოხდა და ყველამ თავის პოლიტიკურ წარსულს გადახედოს , მგონია ,რომ ყველაფრის გათვალისწინებით სწორი გადაწყვეტილება მივიღე , ვფიქრობ ,რომ კიდევ ბევრი რამ წინ მაქვს და უბრძოლველად არაფერი მოდის ,მადლობა თანამშრომლობისთვის
მე ამ პარტიიდან ბევრი მეგობარი შევიძინე რაც ყველაზე ძვირფასია ჩემთვის. წარმატებებს გისურვებთ .
დღეს შეიძლება ბევრის თქმით არაფერს წარმოვადგენდე და შეიძლება ასეც იყოს ,მაგრამ მომავალი ყველაფერს გვიჩვენებს. ნურასოდეს აჰყვებით ინდივიდებს და ამით ურთიერთობას ნუ გაიფუჭებთ”,-წერს სოციალურ ქსელში საბა შონია.




