მიქავას ადმინისტრაციულ ერთეულში, საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

მიქავას ადმინისტრაციულ ერთეულში, საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. სამუშაოები, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული სპეციალური რეკომენდაციების შესაბამისად ხორციელდება.
საბავშვო ბაღის მშენებლობა თანამედროვე სტანდარტების დონეზე მიმდინარეობს,სადაც მოეწყობა წყალგაყვანილობისა და გათბობის სისტემები, პანდუსები. ორსართულიანი ევროპული სტანდარტების დონის შენობა 60- აღსაზრდელზეა გათვლილი. სამუშაოებს შპს ზანგო-2015 ასრულებს.
აღნიშნული პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება. მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს და არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნენ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლუდუკ ხასია, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი ბესიკ ფარცვანია და რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი ნუგზარ გაბელია.




