საპატრულო პოლიციის უფროსის თანამდებობაზე შესაძლოა აკაკი ხასაია დაინიშნოს

სამეგრელო-ზემო სვანეთის საპატრულო პოლიციის უფროსის თანამდებობაზე შესაძლოა სამხარეო პოლიციის ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის პირი, აკაკი ხასაია დაინიშნოს. ამის შესახებ STV NEWS-ს საკუთარმა წყარომ რამდენიმე წუთის წინ აცნობა.
ცნობისთვის, საპატრულო პოლიციის უფროსის თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც სამეგრელო-ზემო სვანეთის საპატრულო პოლიციის უფროსმა, მერაბ წურწუმიამ თანამდებობა დატოვა. პოლიციის პოლკოვნიკი მერაბ წურწუმია სამეგრელო-ზემო სვანეთის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსად 2019 წლის 8 აპრილს დაინიშნა.




