სამეგრელოს საპატრულო პოლიციის უფროსის მოადგილედ კობა ხარებავა ინიშნება

საპატრულო პოლიციის სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის უფროსის მოადგილედ აბაშის პოლიციის უფროსის მოადგილე, კობა ხარებავა ინიშნება. ამის შესახებ STV-თვის დღეს გახდა ცნობილი. ინფორმაციის დასაზუსტებლად ახალი ამბების სააგენტო ხარებავას დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარს ვერ გააკეთებს.
“ვერაფერს გეტყვით. პირველად ვიგებ თქვენგან ამის შესახებ. ჩემთვის არაფერია ცნობილი. მიმართეთ შსს-ს პრესსამსახურს”-განაცხადა კობა ხარებავამ.
ცნობისათვის, კობა ხარებავა 2017 წლამდე ზუგდიდის პოლიციის უფროსი იყო. საკადრო ცვლილებების განხორციელების შემდეგ მან აბაშის მუნიციპალიტეტის პოლიციის სამმართველოში უფროსის მოადგილის თანამდებობაზე გადაინაცვლა.




