ცერცვაძე შეზღუდვების მოხსნაზე: არ უნდა ვიჩქაროთ, ეს იქნება დაახლოებით 1 თვეში

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების გაუქმებასა თუ შემსუბუქებას დაახლოებით ერთ თვეში ვარაუდობს.
როგორც ცერცვაძემ ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში განაცხადა, ამ ვითარებაში არ უნდა აჩქარდნენ და შეზღუდვები ეტაპობრივად, ეპიდემიური სიტუაციის გათვალისწინებით უნდა მოიხსნას.
“ძალიან არ უნდა ავჩქარდეთ. არ უნდა გავაკეთოთ ეს მარტო იმიტომ, რომ ასე გვინდა ან ქვეყნის ეკონომიკას ასე სჭირდება. უნდა დავიჭიროთ ის მომენტი, როდესაც ქვეყანამ უზრუნველყო რაღაც სტაბილურობა ან ეპიდემიის დაღმავალი მიმართულება სწორედ იმით, რასაც აქამდე ვაკეთებდით და მერე დავიწყოთ ეტაპობრივი მოხსნა. ეს, ჩემი აზრით, იქნება სადღაც 1 თვეში”, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
მსგავსი სიახლეები

ირაკლი ღარიბაშვილი: მანამ, სანამ „ქართული ოცნება“ არის ხელისუფლებაში, ჩვენ აქ არ დავუშვებთ მეორე ფრონტს, ეს არის გამორიცხული, ამაზე არავინ არ უნდა ფიქრობდეს, ილუზია არავის არ ჰქონდეს

ირაკლი ჩიქოვანი: „ნაცმოძრაობა“ ეწინააღმდეგება ყველაფერს, მიუხედავად იმისა, იქნება ეს ევროპული ინსტიტუტები თუ ორგანიზაციები, თუ ისინი არ არიან მათ სამსახურში და არ ემსახურებიან მათ ინტერესებს


