ზუგდიდში ხუთი პირისთვის კორონავირუსზე ჩატარებული ანალიზების პასუხები უარყოფითია

ხუთ პაციენტს, რომელთა ბიოლოგიური მასალა ლუგარის ლაბორატორიაში საკვლევად იყო გაგზავნილი, კორონავირუსი არ დაუდასტურდა. ამის შესახებ ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, ნანა ოდიშარიამ საქართველოს პირველ არხთან საუბრისას განაცხადა.
ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი იყო მარტვილის საავადმყოფოდან ადგილობრივი ექიმის, სენაკის კლინიკა „სენამედის“ სამი პაციენტისა და ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტლიდან ერთი პაციენტის ანალიზები.



