ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში მეორე ინფიცირებულიც განიკურნა

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში ოკუპირებული აფხაზეთის ქალაქ გალიდან 30 მარტს გადმოყვანილი ქალი covid 19-გან გამოჯანმრთელდა.
ამის შესახებ ინფორმაციას ინფექციური საავადმყოფოს პრესსამსახური ადასტურებს და აცხდებს რომ გამოჯანმრთელებული ქალბატონი ინფექციურ საავადმყოფოს ხვალ დატოვებს, 2 კვირა კი თვითიზოლაციაში იქნება.




