ექსკლუზივი: მარტვილის ცხელების ცენტრში COVID 19-ის ნიშნებით ექიმ-ანესთეზიოლოგი მოათავსეს

რამდენიმე წუთის წინ, მარტვილის ცხელების ცენტრში კორონავირუსის ნიშნებით მარტვილში მომუშავე ექიმ-ანესთეზიოლოგი შეიყვანეს. ექიმების განცხადებით, პაციენტს აღენიშნება ცხელება და ხველა, სუნთქვის უკმარისობა.
კორონავირუსის ნიშნებით მოთავსებულ; ექიმს უკვე აუღეს ანალიზი და ლუგარის ლაბორატორიაში გადაიგზავნა. დაახლოებით 3-4 საათში გახდება ცნობილი, დაუდასტურდება თუ არა პაციენტს ახალი COVID 19




