ზუგდიდის საკრებულოს დეპუტატი კუთვნილი ხელფასის აღებაზე უარს აცხადებს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი სალომე ფაცაცია უარს ამბობს დეპუტატის ხელფასზე, სანამ ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა არ გაუმჯობესდება. ამის სესახებ დეპუტატმა სოციალურ ქსელში, პირად გვერდზე დაპოსტა.
“მე არ ვარ თანამდებობის პირი, მე ვარ საკრებულოს რიგითი წევრი, ჩემი საკრებულოს წევრის ხარჯის ანაზღაურება თვეში შეადგენს 397 ლარს. მე ვალდებული ვარ, ჩემი უბნელების, ჩემი მეზობლების, ჩემი მეგობრების წინაშე.
დიდი თანხაა არაა, მაგრამ მე უარს ვამბობ ამ თანხაზე მანამ, სანამ არ გაუმჯობესდება საქართველოში ვითარება.
397 ლარს ორ ოჯახზე გადავანაწილებ და თითო ოჯახს 198.50 ლარს პირდაპირ ჩავურიცხავ ანგარიშზე.
#ძალაერთობაშია”-წერს სალომე ფაცაცია.




