ზუგდიდის მერის განცხადებით, წუხელ გვიან ღამით 20-მდე მოქალაქე დაჯარიმდა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, წუხელ გვიან ღამით 20-მდე მოქალაქე დაჯარიმდა. ამის შესახებ ზუგდიდის მერმა გეგა შენგელიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციზე განაცხადა და მოქალაქეებს რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდა.
მისი თქმით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხიდან სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა ფოთის საავადმყოფოში თბიტიზოლაციაში მყოფი დედა შვილი გადაიყვა.მერის განცხადებით, მათ გამოკვლევები უტარდებათ და მედიკოსები უახლოეს საათებში ეპიდდასკვნის შემდეგ გადაწყვეტენ გაიგზავნება თუ არა კვლევები ლუგარისბლაბორატორიაში.




