ზუგდიდის მერია ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ მცირეწლოვანებს ეხმარება

ზუგდიდის მერის, გიორგი შენგელიას ინიციატივით ინფექციურ საავადმყოფოში ამანათი მოვიდა, რომელიც იმ მცირეწლოვან პაციენტებს გამოუგზავნეს, რომლებიც ინფეციური საავადმყოფოს ბოქსირებულ პალატაში მესამე დღეა იმყოფებიან.
აღნიშნული პროდუქტები უკვე გადაეცათ ადრესატებს.
შეგახსენებთ, რომ 31 მარტს ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში შემოყვანილ იქნა ორი მცირეწლოვანი, რომელთაც კორონავირუსისთვის დამახასიატებელი სიმპტომები აღენიშნებოდათ. მათი ბიოლოგიური მასალა წუხელ გადაიგზავნა ლუგარის ლაბორატორიაში და პასუხი დღეს გახდება ცნობილი




