მიხეილ სააკაშვილის მორიგი სიცრუე – რატომ შეჰყავს პრეზიდენტყოფილს საზოგადოება შეცდომაში?

პრეზიდენტყოფილი მიხეილ სააკაშვცილი ზუგდიდში მომხდარ სკანდალურ შეკრებას თავისებურად “აპრავებს” და რაც მოხდა სუსს და სუსის ე.წ აგენტებს უკავშირებს, რომლებიც შემთხვევის ადგილზე ხალხს აქეზებდნენ და დესტაბილიზაციისკენ მოუწოდებდნენ.
მიხეილ სააკაშვილს საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს და ზუგდიდის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებს, რომელთაც უშუალოდ ევალებათ საგანგებო მდგომარეობის პერიოდში წესრიგის დაცვა, სუსის დაქირავებულ აგენტებს უწოდებს. რაც შეეხება ერთ-ერთ ქალბატონს, რომელიც ზუგდიდის ცენტრალურ სუპერმარკეტში, ერთ-ერთ აფთიაქში მუშაობს, არაფერი აკავშირებს არც საჯარო სამსახურთან და მითუმეტეს არც ზუგდიდის მერიასთან.
მიხეილ სააკაშვილის მიზანია “ნაციონალური მოძრაობის” დანაშაულებრივი ქმედება ზუგდიდის მერიის თანამშრომლებს გადააბრალოდ და ამით გადაფაროს საზოგადოების კრიტიკა და მღელვარება პოლიტიკური პარტიის ნამოქმედარზე.




