მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების სადარბაზოებში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს

ქალაქ წალენჯიხაში,ზღვაიას დასახლებაში, ქალაქ ჯვარსა და ფოცხოში მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების სადარბაზოებში, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს.
ყველა მიმდინარე პროცესს, მონიტორინგის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის მერი – ბესიკ ფარცვანია პირადად აკონტროლებს.




