წალენჯიხაში, საბავშვო ბაღის აღსაზრდელთა მრავალშვილიან და სოც დაუცველ ოჯახებს პროდუქტები დაურიგეს

სკოლამდელი სააღმზრდელო–საგანმანათლებლო დაწესებულებათა მართვის ცენტრის დირექტორმა, ნატო კვარცხელიამ თანამშრომლებთან ერთად, საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს, რომლებიც სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ოჯახებს წარმოადგენენ პროდუქტები დაურიგეს. აღნიშნული აქცია, როგორც ცენტრის დირექტორმა განაცხადა, განხორციელდა ცენტრის თანამშრომლების პირადი ინიციატივით და მომავლშიც გაგრძელდება.
ნატო კვარცხელიას თქმით, პარასკევიდან საბავშვო ბაღების აღსაზრდელების მშობლებს საშუალება ექნებათ მიიღონ მათი შვილებისთვის განკუთვნილი პროდუქტების ნაკრები. პაკეტები ეტაპობრივად გაიცემა და აღსაზრდელების ოჯახებს ბაღების ადმინისტრაციებიდან ინდივიდუალურად დაუკავშირდებიან.
“მოვუწოდებ მშობლებს, გაითვალისწინონ კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის დადგენილი უსაფრთხოების წესები, დაემორჩილონ ბაღის ადმინისტრაციის ინსტრუქციებს, დაიცვან დისტანცია სხვა პირებისგან”- აცხადებს ნატო კვარცხელია.




