ხობში, სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს კვების პროდუქტები გადაეცემათ

ბიზნესმენმა კორნელი კემულარიამ, ინდივიდუალურმა მეწარმემ „სერგო ბერაიამ“ და შპს „პულსმა“ სხვადასხვა დასახელების კვების პროდუქტი (სიმინდის ფქვილი, ღერღილი, ზეთი, შაქარი, პურის ფქვილი, მარილი) ხობის მუნიციპალიტეტში, ახალი კორონავირუსის პრევენციის ფარგლებში შექმნილი მოხალისეთა ჯგუფის წევრებს გადასცეს.
საკვები პროდუქტები ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ (ხანდაზმულ) 66 მოქალაქეს გადაეცემა.
პროდუქტების ადგილზე მიტანას მოხალისეთა ჯგუფის წევრები უზრუნველყოფენ.
სოციალური ქსელის მეშვეობით მიმდინარე კამპანიაში, მოქალაქეები აქტიურად მონაწილეობენ და თავიანთ მხარდაჭერას სხვადასხვა ფორმით გამოხატავენ.




