სოფელ ხაბუმეში ასფალტირებული გზა დაიგება

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაბუმეში ,ეწერის უბანში 3.კმ-ს მანძილზე ასფალტირებული გზა იგება. აღნიშნულ მონაკვეთზე, პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ასევე სანიაღვრე არხის მოწყობა.
სამუშაოები რეგიონალური განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება. პროექტის ბიუჯეტი 1 680 000 ლარს შეადგენს. პროექტი გარდამავალია და მომავალ წელს დასრულდება.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს გზის მოხრეშვითი სამუშაოები, რომელსაც ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა და მერის პირველი მოადგილე გოჩა ჩიქოვანი ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გაეცნენ.




