სოფელ ახუთში ასფალტირებული გზა იგება

დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მაჟორიტარმა დეპუტატმა გოგა გულორდავამ, მერის პირველმა მოადგილე გოჩა ჩიქოვანმა და საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ესებუამ სოფელ ახუთში მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს.
სოფელ ახუთში, (მეორე ახუთი) 3.კმ.ზე იგება ბეტონის საფარი. გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და პროექტის ბიუჯეტი 2 908 000 ლარს შეადგენს. პროექტის ფარგლებში მდინარე ზანაზე ასევე ეწყობა ნაპირსამაგრი ჯებირები. გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ასფალტის საფარი არასდროს ყოფილა.




