სოფელ ქვედა ჩხოროწყუში ასფალტირებული გზა იგება

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა პირველ მოადგილე გოჩა ჩიქოვათან და საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ესებუასთან ერთად, სოფელ ქვედა ჩხოროწყუში მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.
ქალაქ ჩხოროწყუს ცენტრიდან სოფელ ქვედა ჩხოროწყუსა და ოჩხომურის უბნის გავლით სოფელ ლესიჭინემდე, 7- კმ. მანძილზე საავტომობილო გზის რეაბილიტაცია ასფალტო-ბეტონის საფარით მიმდინარეობს. გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ასფალტირებული გზა დღემდე არ ყოფილა.
ამ ეტაპზე დაწყებულია ასფალტის საფარის პირველი ფენის დაგება. პროექტი ითვალისწინებს ასევე გზის გასწვრივ სანიაღვრე არხების მოწყობას. პროექტი საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაფინანსებით ხორციელდება. აღნიშნული პროექტის ღირებულება შეადგენს 3 5000 000 ლარს. სამუშაოებს ინდ.მეწარმე დავით სიჭინავა ახორციელებს.




