უბედური შემთხვევა ზუგდიდში – ვექტორის უბანში არსებულ ტბორში 13 წლის ბავშვი დაიხრჩო

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის კომბინატის დასახლებასთამ ახლოს, ე.წ. ვექტორის უბანში არსებულ ერთ-ერთ ტბორში 13 წლის ბავშვი დაიხრჩო. შემთხვევა დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, ბავშვი მდინარეში საბანაოდ იმყოფებოდა.
“სასწაული ტრაგედიაა და ყველა განვიცდით. აქ პატარა ტბოლია და იქ თამაშობდნენ სავარაუდოდ და მოხდა ეს ამბავი. სხვას ვერაფერს გეტყვით”-აცხადებენ ადგილობრივები
შსს-ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 115 მუხლით მიმდინარეობს.




