ზუგდიდის ბაზარში სადეზინფექციო სამუშაოები დღის ბოლოს ჩატარდება

ზუგდიდის ბაზარი არ დაიკეთება. ბაზრის ტერიტორიას სადეზინფექციო სამუშაოები დღის ბოლოს, 18:00 საათიდან ჩაუტარდება. ამის შესახებ ინფორმაცია ზუგდიდის მერიამ და ზუგდიდის ცენტრალური ბაზრის ადმინისტრაციამ STV.GE-ს რამდენიმე წუთის წინ მიაწოდა.
ცნობისთვის, ზუგდიდში რამდენიმე დღეა ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ზუგდიდის ცენტრალური ბაზარი სამი დღის განმავლობაში დაიკეტება, რაც სიმართლეს არ შეესაბამდება. გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებენ ბაზრის ადმინისტრაციაშიც.




