“ნაცმოს” აქტივისტი სოციალურ ქსელში პირბადეებს ხუთმაგ ფასად ჰყიდის

ზუგდიდში ახალი, შავი ფერის პირბადეები გამოჩნდა, რომელსაც ზოგიერთი გადამყიდველი ონლაინ, feacebook-ის საშუალებით ჰყიდის. STV-მ ერთ-ერთი ასეთი სოციალურ ქსელში დააფიქსირა.
1 ლარიან შავ პირბადეებს სოციალური ქსელის მომხმარებელი დავით (დაჩი) გრიგოლია 5 ლარად ჰყიდის. კომენტარზე, რატომ ღირს პირბადეები ასეთი ძვირი, სოციალური ქსელის აღნიშნული მომხმარებელი პასუხობს, რომ ის გადამყიდველია და თვითონ არ კერავს.
- ცნობისთვის, დავით (ბაჩო) გრიგოლია ერთიანი ნაწციონალური მოძრაობის ზუგდიდის ორგანიზაციის წევრია.







