სოფელ მუხურში მაღალი კლასის სასტუმროები შენდება

მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ, მერის პირველმა მოადგილე გოჩა ჩიქოვანმა , სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნუკრი ხასიამ და სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის უფროსმა ლაშა გვასალიამ სოფელ მუხურში მშენებარე სასტუმროები დაათვალიერეს.
ოფელ მუხურის ცენტრში მაღალი კლასის ევროპული სტილის 30 ნომრიანი სასტუმრო შენდება. სასტუმრო კომპანია ,,Mukhuri Resort”-ის მიერ ფინანსდება.
სამუშაოებს შპს ,,ლაკადა გრუპი” ასრულებს. ინვესტიციის რაოდენობა 4 მილიონ ლარს აღემატება. ამ ეტაპზე სამუშაოებში დასაქმებულია 30-ზე მეტი ადამიანი.პროექტის დასრულების შემდეგ კი აქ 50-მდე ადამიანი დასაქმდება.
პროექტის ფარგლებში, სოფელ მუხურში, (ქოყოს უბანში ) მიმდინარეობს ასევე მეორე, მაღალი კლასის ელიტარული 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობა,რომლის ბიუჯეტი 5 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს.




