TBC და “საქართველოს ბანკი” მომხმარებლებს სამთვიან საშეღავათო პერიოდს სთავაზობს

სესხებზე საშეღავათო პერიოდთან დაკავშირებული პროცედურების დამუშავებას „თიბისი ბანკი“ და “საქართველოს ბანკი” მომავალი კვირიდან დაიწყებს, – ამის შესახებ ბანკების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
ბანკები განმარტავენ, რომ ამ საკითხზე ყველა მომხმარებელს დისტანციური არხებით დაუკავშირდებიან.
აღნიშნული საფინანსო ორგანიზაციები მომავალი კვირიდან დაიწყებენ საშეღავათო პერიოდთან დაკავშირებული პროცედურების დამუშავებას. დეტალურ ინფორმაციას ამასთან დაკავშირებით მომხმარებლები ინდივიდუალურად მიიღებენ.
„თიბისი“ და “საქართველოს ბანკი” ყველა მომხმარებელს დისტანციური არხებით დაუკავშირდება, ისე, რომ მათ არ მოუხდეთ ფილიალებში მოსვლა და საშეღავათო პირობებზე კომუნიკაცია მოხდება ინდივიდუალურად“, – აღნიშნულია ბანკიების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„თიბისი ბანკი“ და “საქართველოს ბანკი” ყველა ფიზიკურ პირს, მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნეს მსესხებელს და ასევე ყველა ბიზნესს, რომელიც ტურისტულ, კვების და ისეთ ინდუსტრიაში საქმიანობს, რომელიც საზოგადოებრივი თავშეყრით ხასიათდება, სესხების შენატანზე სამთვიან საშეღავათო პერიოდს სთავაზობს.
მსგავსი სიახლეები

შალვა პაპუაშვილი: ომი არც 7 აგვისტოს დაწყებულა და არც 12 აგვისტოს დასრულებულა, ომი დაიწყო 1801 წელს საქართველოს ოკუპაციით და გრძელდება მანამ, სანამ საქართველოს ერთი სანტიმეტრი მაინც იქნება ოკუპირებული

საქართველოს და სომხეთის ნაკრებების მატჩი ანგარიშით 6:1, საქართველოს სასარგებლოდ დასრულდა


