ნინო ვიბლიანი: ფოცხო ეწერის თემა მოხსნილია დღის წესრიგიდან, რადგან არ აკმაყოფილებს მოთხოვნებს

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მასშტაბით განიხილება რამდენიმე ადგილი, რომლიდანაც ერთი აირჩევა და საკარანტინო სივრცე განთავსდება. ამჯერად კი შერჩევის პროცესი მიმდინარეიბს. ამის შესახებ რეგიონის გუბერნატორის მოადგილე ნინო ვიბლიანმა განაცხადა და აღნიშნა რომ ფოცხო ეწერი, სადაც დღეს მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა, დღის წესრიგიდან მოხსნილია რადგან იქ არსებული ინფრასტრუქტურა მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს.
მისი თქმით, ერთიერთი ლოკაცია, სადაც შესაძლოა საკარანტინო ზონა განთავსდეს არის რუხის მრავალპროფილური საავადმყოფოა.
,,ფოცხო ეწერი მოხსნილია დღის წესრიგიდან, რადგან იქ არსებული ინფრასტრუქტურა არ აკმაყოფილებს მოთხოვნებს, ჩვენ შვისწავლეთ იქ არსებული შენობა და ამის შემდეგ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. რეგიონის მასშტაბით განიხილება რამდენიმე ადგილი, რომლიდანაც აირჩევა ერთი სადაც განთავსდება საკარანტინო სივრცე, ამჯერად მიმდინარეობს შერჩევის პროცესი. მოსახლეობას განუმარტავთ, რომ პანიკის საფუძველი არა არსებობს, საკარნტინო სივრცეები ეწყობა იმისთვის, რომ საჭიროების შემთხვევაში მზად ვიყოთ შესაბამისი რეაგირებისთვის და კარანტინის პერიოდში მოქალაქეებს ქონდეთ კონფორტულ პირობებში ყოფნის საშუალება,”- განაცხადა ნინო ვიბლიანმა.




