ზუგდიდში 5 000 მაყურებელზე გათვლილი რაგბის სტადიონი აშენდება

ზუგდიდში 5 000 მაყურებელზე გათვლილი რაგბის სტადიონი აშენდება. მშენებლობa მიმდინარე წელს დაიწყება და მას სრულად ფონდი „ქართუ“ დააფინანსებს.
რაგბის მოედანი ზუგდიდში, პუშკინის და მოსკოვის ქუჩების სიახლოვეს აშენდება. პროექტის სავარაუდო ღირებულება 10 მილიონ ლარზე მეტია. ასევე გათვალისწინებულია ორი სტადიონის, ხელოვნური და ბუნებრივი საფარით აშენება, ორივე სტადიონს 4 ტრიბუნა ექნება.
ცნობისთვის, „ფონდი ქართუს რაგბის პროგრამა” მიზნად ისახავს საქართველოს ახალგაზრდობაში სპორტის პოპულარიზაციასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას. პროგრამა გულისხმობს საქართველოს სხვადასხვა ქალაქში რაგბის თანამედროვე სპორტული კომპლექსების აშენებას, აღჭურვასა და შემდგომ მხარდაჭერას, რათა მოზარდებს ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე ჰქონდეთ შესაძლებლობა ივარჯიშონ და აიმაღლონ კვალიფიკაცია.




