„ქართუს“ დაფინანსებით ზუგდიდში 5 000 მაყურებელზე გათვლილი რაგბის სტადიონი შენდება

საქველმოქმედო ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით ზუგდიდში 5 000 მაყურებელზე გათვლილი რაგბის სტადიონი შენდება. სამშენებლო სამუშაოები ზუგდიდის მერის მოვალეობის შემსრულებელმა კონსტანტინე კაკავამ და მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი ჩიქოვანმა დაათვალიერეს.
პროექტი ითვალისწინებს 2 მოედნის მშენებლობას, საერთო ჯამში, 4 ტრიბუნით. მოედნის მიმდებარედ დაგეგმილია 60-ნომრიანი სასტუმროს მშენებლობაც.




