ძველ ხიბულაში „ქართუს“ დაფინანსებით ეკლესია შენდება

- ხობის მუნიციპალიტეტის ძველი ხიბულის ადმინისტრაციულ ერთეულში ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით ლაზარეს აღდგინების სახელობის ეკლესია შენდება.
ტაძრის მშენებლობის პროცესს ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია გაეცნო.ტაძართან ერთად აშენდება სამრეკლო და სამრევლო სკოლა. 2017 წელს, ხობის მუნიციპალიტეტში ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის – ზემო ქვალონის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის რეაბილიტაცია განხორციელდა.




