ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიბულაში ხიდი შენდება

- ხობის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად ხორციელდება. ხობის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქაჯაიამ მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა. ხიბულაში, მდინარე ჭანისწყალზე ახალი ხიდი შენდება.
ძველი ხიდი ამორტიზირებული იყო და რეაბილიტაციას არ ექვემდებარებოდა. ხიდის მშენებლობაზე 1 მილიონ 600 ათას ლარამდე დაიხარჯება და მოსახლეობას თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოწყობილი ინფრასტრუქტურით სარგებლობის შესაძლებლობა ექნება. ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე 15 ადგილობრივია დასაქმებული.




