ენგურის ხიდზე “პატრიოტთა ალიანსის” წევრები დაბრუნებული ხატის გადმოსვენებას ელოდებიან

- ამ წუთებში ენგურის ხიდზე “პატრიოტთა ალიანსის” აქტივისტები იკრიბებიან სხვადასხვა კუთხიდან და ელოდებიან იმ ხატის გადმობრძანებას, რომელიც აფხაზურმა მხარემ უკან დააბრუნა.
ცნობისთვის, “პატრიოტთა ალიანსის” წევრების მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში, ილორის ტაძარში ჩატანილი ხატი მდინარე ენგურთან მიიტანეს და ე.წ გამშვებ პუნქტთან, საწყობში შეინახეს.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მართმადიდებელურმა ეკლესიამ ხატის დაბრუნებამდე განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო, რომ “პატრიოტთა ალიანსის” დეპუტატების მიერ ილორის ტაძრისთვის შეწირულ ღვთისმშობლის ხატზე უარს ამბობენ.




