ჩხოროწყუში სოფელ ზუმში საავტომობილო ხიდი შენდება

სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების ფარგლებში, სოფელ ხაბუმეში, ჯუმითის უბანში აქტიურად მიმდინარეობს საავტომობილო ხიდის მშენებლობა.
- პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2 792 477 ლარით ფინანსდება.
- ხიდის სიგრძე 161, ხოლო სიგანე 9,50 მეტრი იქნება.
- ხიდი ექსპლუატაციაში მიმდინარე წლის ბოლოს შევა.
მიმდინარე სამუშაოებს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა, მერიის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.







