ძველ ხიბულაში ხიდის მშენებლობა დაიწყო

- ხობის მუნიციპალიტეტის ძველი ხიბულის ადმინისტრაციულ ერთეულში, მდინარე ჭანისწყალზე ახალი ხიდი შენდება ინფრასტრუქტურულ პროექტს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს.
ხიდის მშენებლობაზე 1 მილიონ 594 ათასი ლარი დაიხარჯება და მოსახლეობას თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოწყობილი ინფრასტრუქტურით სარგებლობის შესაძლებლობა ექნება. ხიდის მშენებლობის პროცესს ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია გაეცნო.




