ზუგდიდის დრამატული თეატრი საქველმოქმედო სპექტაკლს წარმოადგენს

28 თებერვალს 15.00 სთ-ზე ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის პროფესიული-სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე წარმოდგენილი იქნება საბავშვო სპექტაკლი „ჯადოსნური ზღაპარი“.
სპქტაკლი საქველმოქმედოა, რომელსაც ადგილობრივი და დევნილი, სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვები დაესწრებიან. ასევე, SOS ბავშვთა სოფელი საქართველო ზუგდიდის ოჯახის გაძლიერების პროექტის ბენეფიციარები და სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს მეურვეობა-მზრუნველობის და მხარდაჭერის სერვისების დეპარტამენტის სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონული ცენტრის მზრუნველობაში მყოფი ბავშვები.
სპექტაკლის ჩვენება დააფინანსა „ლიბერთი ბანკის“ ზუგდიდის ფილიალმა .
მისამართი- ზუგდიდი,რუსთაველის ქ.№95 (რაიონის ყოფილი კულტურის სახლი).


![ზუგდიდის დრამატული თეატრი დიდი პრემიერისთვის ემზადება [ვიდეო]](https://api.stv.ge/uploads/2020/02/პრემიერაა.jpg)

