ზუგდიდის მერიამ მშნებელ კომპანიებს ხარვეზების აღმოსაფხვრელად ვადა განუსაზღვრა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია, სახელმწიფო აუდიტის ანგარიშში მოყვანილ ინფორმაციას ეხმაურება, სადაც საუბარია 2017-2018 წლებში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების მიმართულებით გამოვლენილ ხარვეზებზე.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია სისტემატიურად ახორციელებს მონიტორინგს, გამოვლენილ ხარვეზ-ნაკლოვანებებზე, საგარანტიო ვადის ფარგლებში თითოეულ მშენებელ ორგანიზაციას უკვე განესაზღვრა გონივრული ვადა ხარვეზების აღმოსაფხრელად.
მიმდინარეობს აქტიური მუშაობა, რათა უმოკლეს ვადაში იქნეს 2017-2018 წლებში მომხდარი ნაკლოვანებების გამოსწორებული.




